Tuesday, July 5, 2016

მეცხრე დღე

2016 წლის 5 ივლისს დავამთავრეთ ინტელის ტრენინგი. გაიმართა ჩვენი პროექტების პრეზენტაცია, მოვუსმინეთ ერთმანეთს და მოვახდინეთ ერთმანეთის უკუკავშირი. ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ჩვენი პორთფოლიო ჩვენს ბლოგებზე.
ინტელის ტრენინგი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი აღმოჩნდა,ჩვენი მოვალეობაა, დავეხმაროთ მოსწავლეებს, განუვითარდეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, ეს ტრენინგი კი ნამდვილად მომცემს ამის საშუალებას. დამეხმარება, მიღებული ცოდნა გამოვიყენო ჩემს  პედაგოგიურ პრაქტიკაში.
ტრენერი შორენა ბადურაშვილი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, კომუნიკაბელობით, ემპათიურობით,რის გამოც ტრენინგი ჩვენთვის ბევრის მომცემი აღმოჩნდა.

 მადლობა შორენას და ჩემი ჯგუფის წევრებს თანამშრომლობისთვის!

Monday, July 4, 2016

მერვე დღის რეფლექსია

გადავხედეთ წინა დღის მასალას. გავეცანი მეშვიდე მოდულს - ფასილიტაციის ტექნოლოგიების გამოყენება. დავამთავრე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსება. შევადგინეთ ელექტრონული კითხვარი.
 დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო: გადავხედე ჩემს ნაშრომს და კმაყოფილი ვარ, რომ შევძელი დაკისრებული ვალდებულება შემესრულებინა.
 მადლობა ჩვენს ენერგიულ და მცოდნე ტრენერს!

Friday, July 1, 2016

მეშვიდე დღე

ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის გახსენებით.  ვიმუშავეთ მე-6 მოდულზე.კიდევ ერთხელ გავიაზრეთ, რამდენად აუცილებელია სწავლა-სწავლების პრცესში ყველა მოსწავლის საჭიროებების დადგენა.
განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების 4 დონე, ასევე გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია და ფსიქოლოგ ნინო ლაბარტყავას პრეზენტაცია.შევავსეთ კითხვარი პრეზენტაციებთან დაკავშირებით. გავეცანით სიტუაციურ ამოცანებს და დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია.