Tuesday, July 5, 2016

მეცხრე დღე

2016 წლის 5 ივლისს დავამთავრეთ ინტელის ტრენინგი. გაიმართა ჩვენი პროექტების პრეზენტაცია, მოვუსმინეთ ერთმანეთს და მოვახდინეთ ერთმანეთის უკუკავშირი. ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ჩვენი პორთფოლიო ჩვენს ბლოგებზე.
ინტელის ტრენინგი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი აღმოჩნდა,ჩვენი მოვალეობაა, დავეხმაროთ მოსწავლეებს, განუვითარდეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, ეს ტრენინგი კი ნამდვილად მომცემს ამის საშუალებას. დამეხმარება, მიღებული ცოდნა გამოვიყენო ჩემს  პედაგოგიურ პრაქტიკაში.
ტრენერი შორენა ბადურაშვილი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, კომუნიკაბელობით, ემპათიურობით,რის გამოც ტრენინგი ჩვენთვის ბევრის მომცემი აღმოჩნდა.

 მადლობა შორენას და ჩემი ჯგუფის წევრებს თანამშრომლობისთვის!

Monday, July 4, 2016

მერვე დღის რეფლექსია

გადავხედეთ წინა დღის მასალას. გავეცანი მეშვიდე მოდულს - ფასილიტაციის ტექნოლოგიების გამოყენება. დავამთავრე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსება. შევადგინეთ ელექტრონული კითხვარი.
 დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო: გადავხედე ჩემს ნაშრომს და კმაყოფილი ვარ, რომ შევძელი დაკისრებული ვალდებულება შემესრულებინა.
 მადლობა ჩვენს ენერგიულ და მცოდნე ტრენერს!

Friday, July 1, 2016

მეშვიდე დღე

ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის გახსენებით.  ვიმუშავეთ მე-6 მოდულზე.კიდევ ერთხელ გავიაზრეთ, რამდენად აუცილებელია სწავლა-სწავლების პრცესში ყველა მოსწავლის საჭიროებების დადგენა.
განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების 4 დონე, ასევე გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია და ფსიქოლოგ ნინო ლაბარტყავას პრეზენტაცია.შევავსეთ კითხვარი პრეზენტაციებთან დაკავშირებით. გავეცანით სიტუაციურ ამოცანებს და დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია.

Wednesday, June 29, 2016

მეექვსე დღე

 ტრენინგი დავიწყეთ თანამშრომლობით: ვიმუშავეთ წყვილებში,  ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის ნამუშევრები და მივეცით რჩევები. დღეს განვიხილეთ მეხუთე მოდული. გავეცანით და შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის (პრეზენტაციის)  და პროექტის შეფასების რუბრიკები.  დღევანდელი ტრენინგი იყო საინტერესო და შედეგიანი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დავიღალეთ, სამაგიეროდ დავეუფლეთ ეფექტური შეფასების სტრატეგიებს.

Tuesday, June 28, 2016

მეხუთე დღე

ტრენინგი დავიწყეთ ერთმანეთის ნამუშევრების გაცნობით-,,შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი".მოდული 3-დან გავეცანით საავტორო უფლებებს; ვისწავლეთ პროექტისთვის გამოყენებული მასალის მარტივ შაბლონში ვებ-მისამართების შენახვა, რათა დავიცვათ საავტორო უფლებები.  გავეცანით, როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი კვლევისთვის. მე-4 მოდულიდან გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს და შევიმუშავე სავარაუდო ვერსია. დღევანდელი დღე საინტერესო და მრავლის მომცველი იყო, როგორც ყველა.

Friday, June 24, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

ძალიან დატვირთული დღე იყო, შრომატევადი, მაგრამ პროდუქტიული!
 დღეს გავიხსენეთ წინა დღის მასალა. შევქმენი პროექტის შეფასების დროის ჩარჩო. გავიხსენე power point და დავიწყე ჩემი სასწავლო პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაციის მომზადება.

Wednesday, June 22, 2016

მესამე დღის რეფლექსია

გავიხსენეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა. გადავხედეთ საგნობრივ სტანდარტებს და  ჩემი სასწავლო პროექტის (,,აფხასეთი ჩვენი ტკივილია")  შინაარსობლივი სტანდარტებისა და ინდიკატორების შესაბამისად შევავსე გეგმის შაბლონი. დავსახე განსახორციელებელი პროექტის მიზნები, მისაღწევი შედეგები. ტრენინგზე მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები გამოვკვეთე ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.
  დღევანდელი ტრენინგი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა.


Tuesday, June 21, 2016

მეორე დღის რეფლექსია

საინტერესო აღმოჩნდა დღევანდელი დღე: გავეცანით ბუკლეტების შაბლონებს, ვისწავლეთ ბუკლეტის შექმნა. მოვიძიე ფოტომასალა ბუკლეტისთვის და შევქმენი სამუშაო ვერსია. ვიმუშავე პროექტის გეგმაზე.  შეძენილი ცოდნა დამეხმარება, უფრო საინტერესო და შემოქმედებითი გავხადო  პროექტებზე მუშაობა მოსწავლეებთან ერთად.

Thursday, June 16, 2016

პირველი დღის რეფლექსია

      გავეცანი ვიუერის სახელმძღვანელოს. შევქნმენი საქაღალდეები პორთფოლიოსთვის და შევინახე საინტერესო რესურსები. მნიშვნელოვანი იყო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გაცნობა, რადგან თანამედროვე სწავლება მოითხოვს,  განუვითაროთ  მოსწავლეებს სწორედ ეს უნარები. ტრენინგი საკმაოდ შინაარსიანი და საინტერესო იყო, რამაც გვიჩვენა, რომ შევძლებ სამომავლოდ პროექტები დავგეგმო სწორად, შევარჩიო ეფექტური რესურსები და გავზარდო მოსწავლეთა მოტივაცია.